ოფიციალურად შვედეთი ნატოს 32-ე წევრი ქვეყანა გახდა

შვედეთი ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი. შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი 2024 წლის 7 მარტიდან შევიდა ძალაში.

დღეს ვაშინგტონში იმყოფება შვედეთის პრემიერმინისტრი ულფ კრისტენსონი, რომელიც კონგრესში პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვით გამოსვლას დაესწრება.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტში წარადგინეს. ფინეთი ალიანსის წევრი 2023 წლის მარტში გახდა.

banner
წინა სტატიაშივოლოგდის ოლქში, ფოლადის ქარხანაზე დრონით თავდასხმა იყო
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა