აშშ-მა ზვიად ხარაზიშვილი, იგივე ხარება დაასანქცირა – განცხადებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. დასანქცირებულია ასევე მისი მოადგილე მილერი ლაგაზაურიც.
უწყების ცნობით, ფინანსური სანქციები საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის დაწესდა.
“[რუსული] კანონის მიღებამდე, მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების დეპარტამენტის უშიშროების ძალებმა ძალადობრივად დაუსვეს საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდული აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ ძალადობას ზედამხედველობდნენ სპეცდანიშნულების დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.
[…]
სპეცდანიშნულების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ძალადობა მოიცავდა უცხოური გავლენის ახალი კანონის წინააღმდეგ არაძალადობრივი საპროტესტო აქციების მრავალი მონაწილის სასტიკ ცემას, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. ხარაზიშვილი ცნობილია თავისი სადამსჯელო ქმედებებით პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და პირადად იყო ჩართული მომიტინგეების ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში”, – წერს უწყება.