ოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელსაც შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება, სახელმწიფო მისცემს კომპენსაციას-ირაკლი სესიაშვილი

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

სამხედრო პოლიციიდან 100-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება.

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უწყების უკეთესი მუშაობისთვის ოპტიმიზაცია აუცილებელია.

სესიაშვილმა არ იცის კიდევ რამდენი თანამშრომლის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა ამბობს, რომ ყველა მათგანი კომპენსაციას მიიღებს.

„მიმდინარეობს მთელ რიგ უწყებებში ოპტიმიზაციის პროცესი. ეს ის აუტანელი სიტყვაა, რა თქმა უნდა არ გვიხარია ეს, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ეს გარდაუვალია. სამწუხაროდ დღეს პირამიდა არის ამოყირავებული. ჩვენ მეტი უმაღლესი რანგის ოფიცრები გყავს, ვიდრე უმცროსი ოფიცრები და მეტიც, დეფიციტი გვაქვს უმცროსი ოფიცრების. ამიტომ ეს პირამიდა უნდა გავასწოროთ. ეს გვჭირდება იმისათვის, რომ სტრუქტურა სწორად დალაგდეს და თითოეულმა ჯარისკაცმა იცოდეს, რომ მისი კარიერული სისტემა არის არის ზრდადი. ოფიცერს თუ ჯარისკაცს, რომელიც მსახურობდა და დღეს შეიძლება მოუწიოს სამსახურის დატოვება, მათ სახელმწიფო აუცილებლად მისცემს კომპენსაციას. მე ვისურვებდი, რომ ეს იყოს ადეკვატური კომპენსაცია და ამაზე ჩვენ უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და ამასთანავე რა თქმა უნდა მათ უპირატესი დასაქმების უფლება და საშუალება უნდა მივცეთ,“-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი კახაბერი : ქალბატონ შორენა თეთრუაშვილის საქმიანობაში მე ვერავითარ პრობლემებს ვერ ვხედავ
შემდეგი სტატია(VIDEO) “დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციის მუნდირს,” – მღებრიშვილი