“საქართველოში ადამიანი რომ ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ომი რუსეთმა დაიწყო და 9 აპრილი არა გარე ძალებმა, არამედ საბჭოთა რუსეთმა მოაწყო, იმ ადამიანების არ მწაამს” – ამის შესახებ ოფიცერი, თემურ ხვიბლიანი სოციალურ ქსელში წერს.
“გადის წლები და 1989 წლის 9 აპრილიდან დღემდე რუსთაველის გამზირს აქტუალურობა არ დაუკარგია, აგერ მესამე თაობა წამოგვეწია და ისევ და ისევ რუსთაველის გამზირი. დღეს საქართველოში ადამიანი რომ ვერ ბედავს იმის თქმას რომ ომი რუსეთმა დაიწყო და 9 აპრილი არა გარე ძალებმა არამედ საბჭოთა რუსეთმა მოაწყო, იმ ადამიანების არ მწამს და ვერც ვიწამებ!”.
რეჟიმის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს.
ის ამბობს, რომ 9 აპრილს “ძალადობა უცხოურმა ძალამ განახორციელა”.