ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება დაწერა და თანამდებობა დატოვა ოპერის თეატრის დირექტორმა ალექსანდრე მოწონელიძემ. მასთან ერთად თეატრიდან წავიდა იურისტი კახა ასლანიშვილი.

ცოტა ხნის წინ, ოპერის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, საქართველოს კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც გიორგაძემ აღნიშნა, შეუძლებლად მიაჩნია, რომ არსებული მენჯმენტის პირობებში პრობლემა მოგვარდეს და ამიტომ, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დავით კინწურაშვილსა და დირექტორს, ალექსანდრე მოწონელიძეს თანამდებობების დატოვება შესთავაზა.

სახეზეა აშკარა დისკომუნიკაცია და მმართველი რგოლის შეუთანხმებელი მოქმედება. ამიტომ დღევანდელ შეხვედრაზე სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორს შევთავაზე, დატოვონ თაბამდებობა დღის ბოლომდე. იმ შემთხვევაში, თუ არ მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას, სამინისტრო თავის მხრივ მიიღებს ზომებს ოპერის მენეჯმენტის გადაყენებასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი პაპუაშვილი ხვალ მთავარ პროკურატურაშია დაბარებული
შემდეგი სტატია“კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები, თუ როგორი იყო ბოკერიას და მელიას როლი კორცხელის პროვოკაციის დროს”