ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ და ისაკაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

მევიოლინე ლიანა ისაკაძეს მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ბრიტანეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში ანალენა ბერბოკს შევხდა
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე: B ჰეპატიტს შეუძლია ღვიძლის კიბოს გამოწვევა უფრო მაღალი ალბათობით, ვიდრე C ჰეპატიტს