ოპერატორების გაფიცვა “იმედზე”

არსებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედში” ოპერატორები გაიფიცნენ. უკმაუყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც თანამშრომლებს ხელფასები თითქმის გაუნახევრეს და ნაწილი ოპერატორების სამსახურიდან დაითხოვეს.
არხის ხელმძღვანელობამ ოპერატორებს ტესტირება ჩაუტარა და შედეგების მიხედვით მათ ნაწილს ხელფასები შეუმცირდათ, ნაწილი კი სამსახურიდან გაუშვეს. ამ დროისთვის არხის ოპერატორები გადაღებაზე არ გავიდნენ და ისინი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

banner
წინა სტატიაშიდავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად იყრის კენჭს
შემდეგი სტატიაპრემიერის ხელმოწერის შესაძლო გაყალბება – პროკურატურა ცესკოს თანამშრომლებს კითხავს