უკრაინული რესურსის Defense expres-ის ინფორმაციით, უკრაინის СБУ-მ რუსული ბომბდამშენების გასანადგურებლად გამოიყენა უკრაინული კომპანია First Contact-ის მიერ შექმნილი დრონი Оса.
აპარატს შეუძლია ატაროს 3,3 კგ ტვირთი 15 წთ განმავლობაში და იფრინოს 50-150 კმ/სთ სიჩქართ. Оса-ს კონსტრუქციას გამოარჩევს “სქელი”, დახურული ჩარჩო, სადაც განთავსებულია მთელი ელექტრონიკა და კვების ელემენტები.
ვინაიდან კომპანია First Contact-ი აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციაზე უპილოტო საფრენ აპარატებში, უკრაინული რესურსის აზრით, СБУ-ს სპეცოპერაციაში გამოყენებულ კამიკაძე დრონები აღჭურვილნი იყვნენ ხელოვნური ინტელექტით.