ოპერაცია ქართველი ქურდების წინააღმდეგ სერიალ „მერლის“ გადასაღებ მოედანზე“, ამ სათუარით აქვეყნებს სტატიას lasexta.com

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2019 01:08

ოპერაცია ქართველი ქურდების წინააღმდეგ სერიალ „მერლის“ გადასაღებ მოედანზე“, ამ სათუარით აქვეყნებს სტატიას lasexta.com

„ლა ვანგუარდიას“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ მიტოვებულ სკოლის შენობაში, სადაც ერთ დროს სერიალ „მერლის“ იღებდნენ, თავს აფარებდნენ ქართველი კრიმინალები, რომლებიც ბარსელონაში საცხოვრებელი ბინების ძარცვასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილი. ამ დროისთვის, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.

გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია ეროვნული პოლიციისა და კატალონიის ავტონომიური პოლიციის ერთობლივი ძალისხმევით 4 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობას 200-ზე მეტი სამართალდამცველი იღებდა. სინაის ქუჩაზე მდებარე შენობაში პოლიციელები დილით შეიჭრნენ. ოპერაციის მიზანი ქართველებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენა და გაუვნებელყოფა იყო.

„ოპერაცია ქართველი ქურდების წინააღმდეგ სერიალ „მერლის“ გადასაღებ მოედანზე“, ამ სათუარით აქვეყნებს სტატიას lasexta.com.

ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ სპეცოპერაციის დროს, რომელშიც მონაწილეობას პოლიციის 200-მდე თანამშრომელი იღებდა, ბარსელონის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების შენობიდან ქართველები გამოასახლეს. მათ აღნიშნული შენობა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული.

გამოცემის ცნობით, დაკავებულები ქალაქში საცხოვრებელი სახლების ქურდობასა და ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი.

ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობის ბრალდებით დააკავეს. ამასთან, ესპანეთშივე დააკავეს საქართველოს 41 მოქალაქე საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 5, 2019 01:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,427
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics