ოპერაცია ქართული მაფიის წინააღმდეგ ესპანეთში – დაკავებულია 16 პირი

ესპანეთში ქართული მაფიის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს. მედიაში უკვე ვრცელდება ინფორმაცია 16 პირის დაკავების შესახებ. მადრიდსა და კატალონიაში ოპერაცია დღეს დილიდან დაიწყო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა elperiodico იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩხრეკა პარალელურად კატალონიის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. ჩხრეკა ტარდება სხვადასხვა მისამართებზე მადრიდშიც.

გამოცემის ცნობით, ჯგუფი, რომლის წინააღმდეგაც ოპერაცია მიმდინარეობს, ფულის გათეთრებასთან არის კავშირში.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: ყანებო, ჩოხების გამო ვინც ატრაკებს, ყველა დასაცინია და ბნელი
შემდეგი სტატიანიკა მელია:სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა არის მოშლილი