OpenAI-მ დაბლოკა რუსების კუთვნილი ChatGPT-ის ანგარიშების ჯგუფი, რომლებიც დეზინფორმაციის შესაქმნელად და გასავრცელებლად გამოიყენებოდა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი ქმედებები ძირითადად მიმართული იყო „ბერკის საერთაშორისო ინსტიტუტის“ (IBI) – ისრაელიდან მოქმედი თვითგამოცხადებული „ექსპერტული საზოგადოების“ – პოპულარიზაციისკენ. კომპანიის ცნობით, ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შექმნილი სოციალური ქსელების პოსტების გამოძიება, თუმცა პროცესში გაცილებით ფართომასშტაბიანი ოპერაცია გამოვლინდა.
იგი აგებული იყო ვებსაიტის ირგვლივ, რომელიც შეიცავდა „სუვერენიტეტის“ ინდექსის დაკოპირებულ და არასწორად ატრიბუტირებულ აკადემიურ ნაშრომებს, ასევე ოპერატორების რუსული წარმომავლობის დაფარვის მცდელობებს.
OpenAI-ში აცხადებენ, რომ კამპანიამ შედარებით მცირე აუდიტორია მოიცვა, თუმცა მისმა რთულმა სტრუქტურამ იგი გამოარჩია რუსეთთან დაკავშირებული სხვა გავლენის ოპერაციებისგან, რომლებიც კომპანიამ სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ აღკვეთა.
გამოძიების შედეგად დაბლოკეს ChatGPT-ის ანგარიშების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, რუსული წარმოშობისაა. ოპერატორები რუსულ ენაზე აგზავნიდნენ მოთხოვნებს სოციალური ქსელების კომენტარების შესაქმნელად, რომლებიც ქვეყნდებოდა Substack-ზე, Telegram-ზე, X-ზე, Facebook-სა და LinkedIn-ზე.
მათ მიერ გენერირებული კომენტარების უმეტესობა ინგლისურ ენაზე იყო, ხოლო მომხმარებლები ChatGPT-ს მითითებას აძლევდნენ, დაეფარა ნებისმიერი ენობრივი მინიშნება იმის შესახებ, რომ ისინი რუსები იყვნენ.















