რამდენიმე წუთის წინ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დიდი სისწრაფით მიმავალი ,,ოპელის” მარკის ავტომობილი მტკვარში გადავარდა, სავარაუდოდ არის მსხვერპლი, ადგილზე მობილიზებულია ათობით საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და სამაშველო ბრიგადა, ჯერ-ჯერობით მტკვარში გადავარდნილები არ უპოვიათ.ინფორმაციას “თავისუფალი ზონა” ავრცელებს.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მოხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.