ოპეკის ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ვერ შეთანხმდნენ

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის 15 წევრმა 6 დეკემბერს საღამოთი ვენაში დაასრულა შეხვედრა. შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა – ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რაც აუცილებელი იყო ფასის შესანარჩუნებლად. პრეს-კონფერენცია, რომელიც დაანონსებული იყო, გაუქმდა.
საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰადელ ბენ აბდელ აზიზ ალ-ფალეხმა განაცხადა, რომ არ იცის შეთანხმება რამდენად შეიძლება შედგეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ოპეკის შემადგენლობაში არ არიან, და რომლებიც ერთმანეთს ხვალ, 7 დეკემბერს შეხვდებიან ვენაში.
დღეს, ნავთობის ფასი ისევ დაეცა. 6 დეკემბერს საღამოთი ნავთობ Brent-ის ღირებულება 59,45 დოლარი იყო ერთ ბარელზე მაშინ, როცა იმავე დღეს, დილით იგივე ნავთობი 61 დოლარი ღირდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიას და საფრანგეთს სურთ უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლები გახდნენ
შემდეგი სტატიაძაღლმა ავღანეთში ჯარისკაცები გადაარჩინა და თვითონ დაიღუპა