27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ონთან მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით გზაზე გადაერთვება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის მისასვლელთან მეწყრული პროცესების სტაბილიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად, ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის ალტერნატიული შემოვლითი გზა ეწყობა.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ხეორზე უკვე განთავსდა დროებითი ხიდი, რომელიც სალიკვიდაციო სამუშაოების სრულმასშტაბიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.

ადგილზე გეოლოგები და საპროექტო ორგანიზაციის სპეციალისტები იმყოფებიან, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს ახორციელებენ.

სამუშაოების დასრულებამდე ავტოტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით ისარგებლებს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: გეოპოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს ჩვენი ხალხების ეკონომიკურ ინტერესებს და არა პირიქით
შემდეგი სტატიაბრიუსელი ორმაგი სტანდარტების შესახებ ვატიკანის კრიტიკას არ ეთანხმება