ონში სოფლებამდე მისასვლელი და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და შიდა გზების გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გზებზე, რომელზეც სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილდება.

გზების წმენდის სამუშაოებზე მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირადად ახორციელებს.

5 თებერვალს გზები სოფელ კომანდელში, სომიწოსა და ქალაქ ონში გაიწმინდა.

ზამთრის სეზონზე გზების გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიწიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წალენჯიხაში აღნიშნეს
შემდეგი სტატიალალი ბადურაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე შვილის, ერეკლე ბადურაშვილის გვერდით დაკრძალავენ