ონლაინ პეტიციის ავტორები მოუწოდებენ Google Play Store-ს, არარსებული აფხაზური დამწერლობისთვის შექმნილი კლავიატურის რეკლამა შეწყვიტოს

საპროტესტო პეტიციის ავტორები Google Play Store-ს მიმართავენ. ონლაინ პეტიციის ავტორები მოუწოდებენ Google Play Store-ს, არარსებული აფხაზური დამწერლობისთვის შექმნილი კლავიატურის რეკლამა შეწყვიტოს.

მათი მტკიცებით, Google Play-ზე აფხაზური ალფაბეტისთვის კლავიატურა ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სიმბოლოების სახით კი გამოყენებული რუსული ასოები. „ეს კლავიატურა შექმნეს რუსმა დეველოპერებმა – აფხაზეთის ოკუპანტებმა 1994 წლიდან“, – ნათქვამია პეტიციაში.

მათივე თქმით, ყველა მომხმარებელი, რომელიც ამ კლავიატურას იყენებს, ცივილიზებული სამყაროს მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

პეტიციის ავტორები შეშფოთებას გამოთქვამენ, რადგან პარალელურად რუსეთი აგრძელებს საოკუპაციო ზოლის საქართველოს ტერიტორიის შიგნით გადმოწევას.

პეტიციის ავტორები მოუწოდებენ მომხმარებლებს, უარი თქვან რუსი დეველოპერების მიერ შექმნილი აპლიკაციის გამოყენებაზე, რათა ისინიც არ იქცნენ რუსეთის ოკუპაციის მონაწილეებად.

banner
წინა სტატიაშისკანდალი სუს-ში – გომელაური პოლიტიკოსების პირადი კადრებით დისკრედიტაციას გეგმავდა
შემდეგი სტატიაპოლიციის პოლკოვნიკის სკანდალური განცხადება – „თბილისი წალეკა ნარკოტიკებმა!“