ონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო“

region
ავტ.: region ივნისი 23, 2020 15:52

ონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს, სახელწოდებით ,,ენგურს იქით სანაპირო“.

მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს. კონკურსანტმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებულ ბმულზე და ატვირთოს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ჟურნალისტური ნამუშევარი (სტატია, ესსე ან ვიდეო რგოლი).
ერთ მონაწილეს შეუძლია მხოლოდ ერთი ნამუშევრის გამოგზავნა.
პროექტის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. I, II, III ადგილის მფლობელებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერები:
I ადგილი – 2000 ლარანი ვაუჩერი
II ადგილი – 1000 ლარიანი ვაუჩერი
III ადგილი – 500 ლარიანი ვაუჩერი
10 საუკეთესო ნაშრომის ავტორი დაჯილდოვდება სამახსოვრო საჩუქრებით და მათი ჟურნალისტური ნამუშევარი გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.
ჟურნალისტური ნამუშევრების გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივლისი.

გაიარე რეგისტრაცია

region
ავტ.: region ივნისი 23, 2020 15:52