ონლაინ კონკურსი მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი აცხადებს ონლაინ კონკურსს მხატვრებისთვის „აფხაზეთი ფერებში“, რომლის მიზანია ახალი სახეების წარმოჩენა და მათი პოპულარიზაცია.

საკონკურსო ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
კონკურსანტმა უნდა შექმნას ერთი ფერწერული ნამუშევარი აფხაზეთის თემაზე და წარმოადგინოს მაღალი ხარისხის ფოტო (მინიმუმ 300 პიქსელი რეზოლუციით).
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, რომელიც წარმოადგენს საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე ნამუშევარს.
ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი
კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენს საკონკურსო ჟიური. კონკურსის ფარგლებში დაიბეჭდება კატალოგი. ასევე, ჟიურის მიერ შერჩეულ 10 მონაწილეს გადაეცემა საჩუქრები.
ყველა დაინტერესებულმა პირმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროს რეგისტრაცია ქვემოთ მითითებული აპლიკაციის მეშვეობით:

გაიარე რეგისტრაცია

banner
წინა სტატიაშიონლაინ კონკურსი ჟურნალისტებისთვის ,,ენგურს იქით სანაპირო“
შემდეგი სტატიალევან კობერიძე – როგორც ყოველთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უპასუხისმგებლობა გამოავლინა