ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდებათ

“თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს [სიმსივნეს], ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დრევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის და ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

“ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას პროგრამის 8 ათასი ლარით გაზრდის შესახებ. თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. დღეს საქართველოს 1 972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და ამ ადამიანებისთვის, ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ეს არის სახელმწიფოს მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და, რომლებიც შეძლებენ, სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოს ხარჯზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი დაგვიანებული არ არის
შემდეგი სტატიაონკოლოგიური პაციენტები ახალი თაობის პრეპარატებისთვის დამატებით რვა ათასი ლარის დაფინანსებას მიიღებენ