15.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ონისე ცხადაძეს მამასთან გამომშვიდობების უფლება მისცეს

პოლიტპატიმარი ონისე ცხადაძე სახლში მიიყვანეს და მამის დატირების უფლება მისცეს:

“მოიყვანეს ონო. მოვეფერეთ და ვიტირეთ ბევრი. მამასაც შეეხო ონო და ეფერა. უღრმესი მადლობა საქმის პროკურორებს ამ ყველაფერზე დათანხმებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა პენიტენციურ და საბადრაგო სამსახურებს. რომ არა მათი ნება და კეთილგანწყობა, ონო ამას ვერ შეძლებდა.

და, რა თქმა უნდა, განუზომელი მადლობა ლაშა ცუცქირიძეს, რომლის ვალიდან ვერასოდეს ამოვალ“ – წერს პროევროპულ აქციებზე დაკავებული ონისე ცხადაძის ძმა, სანდრო ცხადაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტება
შემდეგი სტატიაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე – გადაცემა, რომელიც არ გაჩერდა