12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენა მიმდინარეობს

ქალაქ ონის შესასვლელთან, ქუთაისი–ალპანა–მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 107-ე–112-ე კილომეტრზე მეწყრული უბნის აღდგენა და დამცავი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მთის ფერდობზე განვითარებული მეწყრის გამო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც 2026 წლის 11 ივლისიდან ძირითად მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ამ ეტაპზე ტრანსპორტი დროებითი შემოვლითი გზით გადაადგილდება. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ძირითად გზაზე მოძრაობა მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოების დასრულების შემდეგ აღდგება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან რუსული დრონი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიაგიორგი ჩაკვეტაძე – ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებულმა მიმდინარე სირთულეებმა არ უნდა გააუქმოს დიალოგის სივრცე