ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა

შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა

ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიციელი გარდაიცვალა, – ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული საამართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო. პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გამოვხატო ღრმა მწუხარება, საშინელი ტრაგედიაა, რომელიც დატრიალდა შოვში, მთელი საქართველო შეძრა, ამიტომ კიდევ ერთხელ, მინდა, ჩვენი სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახებს – ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაგერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს სამართლებრივი ვალდებულებები – ფიშერი