ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ონის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე დავით აღმაშენებლის მოედანზე საზეიმოდ აინთო.

წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას სხვადასხვა ილუმინაციები და ციმციმები დაემატა.

მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდაშელმა ღონისძიებაზე შეკრებილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“ჩვენი ქალაქი საახალწლოდ ძალიან ლამაზია, დღითიდღე სულ უფრო და უფრო იმატებს საახალწლო განწყობა. მინდა ყველას მოგილოცოთ კარსმომდგარი ახალი წელი, რომლის ლამაზად შემოსვლისთვის ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია „პროსპექტის“ ორგანიზებით, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიებისთვის კონფერენცია ჩატარდა
შემდეგი სტატიასაახალწლოდ ზუგდიდში, ქუთაისსა და ზესტაფონში აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ჰუმანიტარული ამანათები ჩაიტანა