ონის მუნიციპალიტეტის მერი აგვისტოს ომში დაღუპული გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში ადგილობრივებს შეხვდა

ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, მერის წარმომადგენელთან ლევან შერაზადიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან თეიმურაზ გრძელიშვილთან ერთად გიგა სახელაშვილის სახელობის დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებმა მერს დასახლებაში არსებული ყოფითი მდგომარეობა და პრობლემები გააცნეს.

მერის დავალებით ერთი თვის ვადაში მომზადდება საპროექტო დოკუმენტაცია სახელაშვილის დასახლებაში ასფალტის საფარის და სანიაღვრე არხების მოსაწყობად, დაიგეგმა ასევე ომში დაღუპული პოლიციელის გიგა სახელაშვილის სახელობის მემორიალისა და დასახლებაში არსებული სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ემზარ საბანაძის გადაწყვეტილებით დასახლებაში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ინფორმაცია, რომ თითქოს ოპოზიციას შევთავაზეთ 110/40 პრინციპი არასწორია
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, ვიწრო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყანა არ დააყენონ რისკის ქვეშ