ონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინაში არჩევნები ჩატარდება.

ჟურნალისტ ტაკერ კარლსონის კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი არჩევნები უკრაინაში, უიტკოფმა დადებითად უპასუხა და აღნიშნა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„დიახ, თქვენ მართალი ხართ. იქნება. მათ შეათანხმეს ეს. უკრაინაში არჩევნები ჩატარდება. ვფიქრობ, ზელენსკი ცდილობს, ყველაფერი გააკეთოს. ის ძალიან, ძალიან რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ ის ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის, ასევე ისეთი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელსაც მასზე ოთხჯერ მეტი მოსახლეობა ჰყავს, ამიტომ მან უნდა იცოდეს, რომ ის განადგურდება. ახლა მისთვის საუკეთესო დროა შეთანხმების დასადებად. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია, მისცეს მას საუკეთესო შესაძლო გარიგება, რაც ოდესმე შეიძლება ჰქონდეს“, – განაცხადა უიტკოფმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება, თუმცა ალიანსის მეხუთე მუხლით უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხზე დისკუსია შესაძლებელია
შემდეგი სტატიადიდმა ბრიტანეთმა 25 მლრდ გირვანქა სტერლინგის რუსული აქტივები გაყინა