უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ კომენტირებისას განაცხადა, რომ ომში მყოფი ქვეყანა არ შეიძლება იყოს ალიანსის წევრი.
ამასთან, ორბანმა უპასუხა კითხვას დაბლოკავს თუ არა უნგრეთი უკრაინის ალიანსში შესვლას, როდესაც აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში დადგება.
„ამას ვერ ვიტყვი, რადგან ნატოს ხელშეკრულებაში ნათლად წერია, რომ ვინც იბრძვის, ის არ შეიძლება ალიანსის წევრი იყოს“, – აღნიშნა ორბანმა.