ომში ჩართვის რისკები რჩება, ივანიშვილის მოწოდება, რომ ხელისუფლება ფხიზლად იყოს, რელევანტურია – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩართვის რისკები რჩება. მისივე თქმით, პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდება, რომ ხელისუფლება ფხიზლად იყო, რელევანტურია.

კობახიძის კომენტარს “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

“ჩვენც ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე. არსებობდა სერიოზული რისკი ომში ჩართვის კუთხით. გარკვეული ძალები ამით იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ კონკრეტულად ვსაუბრობდით იმ ძალებზე, რომლებიც ქვეყნის შიგნით აქტიურობდნენ ამ თვალსაზრისით. ესენი იყვნენ კონკრეტული პარტიები, კონკრეტული პოლიტიკოსები, კონკრეტული „ენჯეოები“, ეს იყო უკრაინის ხელისუფლება მთლიანად წარმოდგენილი და ესენი იყვნენ პოლიტიკური ოპონენტების ლობისტები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული ომის გაღვივების რიტორიკის კამპანიაში. ეს არის დღესავით ნათელი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ წერილსი საზოგადოებისთვის მკაფიო გზავნილებია მოცემული და დანარჩენ დასკვნებს თვითონ გამოიტანენ. რისკები, ბუნებრივია, რჩება, ვიდრე ომი მიმდინარეობს უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ბატონი ბიძინას მოწოდება, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ფხიზლად როგორც ხელისუფლება, ასევე საზოგადოება, აბსოლუტურად რელევანტურია”, – თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილმა დღეს გავრცელებულ წერილში დაწერა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 21 მარტს, საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ჰქონდა, რომლის ინიციატორიც კელი დეგნანი იყო. ბიძინა ივანიშვილიც ამტკიცებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევის სურვილი და მიზანი დღესაც აქტუალურია. მიუხედავად ამისა, ამავე განცხადებაში ის ამბობს, რომ “ოცნებამ” პრინციპული პოზიცია დაიკავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსის მხარდამჭერთა განცხადებებს ევროპასთან და ევროპულ ღირებულებებთან არავითარი კავშირი არ აქვთ
შემდეგი სტატიასერიოზული კითხვები გააჩინა წერილმა, ბევრ საინტერესო მინიშნებას შეიცავს – კობახიძე ივანიშვილზე