საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრიი კასიანოვის თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ბრძოლაში სულ 11 ქართველი მოხალისე დაიღუპა. კასიანოვმა დაღუპულ ქართველებს გმირები უწოდა და თქვა, რომ უკრაინას ისინი ყოველთვის ემახსოვრება.
“იმ გმირებს შორის, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის დაცვის დროს, დღეის მონაცემებით, 11 ქართველი მოხალისეა. ჩვენთვის ისინი გმირები არიან, მათი საქციელი არის მაგალითი ქართველი ხალხის სიმამაცის, გაუტეხლობის და გმირობის, რომელიც უკრაინის ხალხთან და შეიარაღებულ ძალებთან ერთად უკვე შევიდა ისტორიაში. ჩვენ დღეს ქედს ვიხრით მათ წინაშე და ყოველთვის გვემახსოვრება ისინი”. – თქვა კასიანოვმა.