ომს შვებულება არ აქვს – ზელენსკი პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ იარაღის მიწოდება

უკრაინის პრეზიდენტი დასავლელ პარტნიორებს მოუწოდებს, დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მოწოდება. ზელენსკის თქმით, გამოცხადებული პაკეტების დროული ლოჯისტიკა აუცილებელია.

“ჩვენი პარტნიორებისგან იარაღის მიწოდების დაჩქარება აუცილებელია. ომს შვებულება არ აქვს. საჭიროა დროული ლოჯისტიკა გამოცხადებული პაკეტებისთვის. განსაკუთრებით მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს”, – ამბობს ზელენსკი.

მისივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ტორეცკის მახლობლად რუსული ტექნიკა გაანადგურეს, თუმცა , მხოლოდ ერთ დღეში ოკუპანტებმა ტორეცკისა და პოკროვსკის მახლობლად ათობით თავდასხმა განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშიხალხის ძალა“ – „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მთავარი მიზანი ომის პროვოცირება, ტერიტორიების დათმობა, კონფლიქტის გრძელვადიანი გაყინვა იყო
შემდეგი სტატიამართლმადიდებლები ფერისცვალებას ზეიმობენ