ომს არც უკრაინა და არც რუსეთი იგებს, ეს ჩიხია – აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომში არცერთი მხარე იმარჯვებს“, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა გენერალმა სკოტ ბერიერმა აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.

„ომს არც რუსები და არც უკრაინელები იგებენ. ეს არის ერთგვარი ჩიხი. რუსების წარუმატებლობის მიზეზი ჯარში დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემებია“, – აცხადებს ბერიერი.

მისი თქმით, აშშ-ის შტატების დაზვერვას აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრემლის ლიდერი აპირებს არა მხოლოდ დონბასზე კონტროლის დამყარებას და ყირიმში სახმელეთო დერეფნის შენარჩუნებას, არამედ, შესაძლოა, ფრონტი გააფართოოს და დერეფნის გაჭრას დნესტრისპირეთიდან, ოდესის ჩათვლით შეეცადოს.

დაზვერვის თანახმად, რუსეთი ვერ შეძლებს ამ მიზნების მიღწევას საყოველთაო მობილიზაციის გარეშე.

„პუტინს იმაზე მეტი ამბიცია აქვს და წარმოადგენს საკუთარი ჯარის უძლეველობაში, ვიდრე ეს რეალურადაა. სწორედ ეს ხდის სიტუაციას არაპროგნოზირებადს და რაც ომის გაჭიანურებას უწყობს ხელს“, – განაცხადა სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშივფიქრობ, კომენტარები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს და ნათქვამია ისე, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს, ძალიან არასახარბიელოა – დეგნანი
შემდეგი სტატიაზუგდიდში უკრაინის მოქალაქეს შვილის შეძენა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს