ომის ვეტერანი კუთვნილი შეღავათის გამოყენების გამო დააჯარიმეს

ომის ვეტერანი, რომელიც თბილისში, 87 ნომერი ავტობუსით მგზავრობდა, დააჯარიმეს.

იმის მიუხედავად, რომ მან კონტროლიორს მაია ყორშიას ვეტერანის მოწმობა აჩვენა და აუხსნა, რომ სარგებლობს უფასოდ მგზავრობით, კონტროლიორმა მისი მოსმენა არ ისურვა, რის შემდეგაც ომის ვეტერანმა მათ ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა, მონიტორინგის სამსახურს წარმომადგენელმა რატი ხარძიანმა, მას განუმარტა, რომ ომის ვეტერანი არ ნიშნავს შეღავათს და ის დააჯარიმეს.

როგორც ვეტერანი აცხადებს, მას არ აქვს სხვა შეღავათები, არც ფულადი დახმარება და ერთადერთი, რითაც სარგებლობს, ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებაა.

“რა საჭიროა ვეტერანის მსგავსი სტატუსი ან მოწმობა, თუ ვერაფერში გამოვიყენებთ და არანაირ შეღავათს არ ითვალისწინებს? კარგი იქნება თუ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური ან ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტი გამარკვევს იმაში, მეკუთვნის თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას შეღავათი”, – აცხადებს ვეტერანი, რომელიც ომის მონაწილეა და არაერთი ჯილდო აქვს მიღებული.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა video
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა პატრიარქს მხნეობა და ერის საკეთილდღეოდ გამძლეობა უსურვა