ომის წესი იყო – ვინც იწყებდა ომს, ის იხდიდა ფასს, პუტინმა დაიწყო ომი, მან უნდა გადაიხადოს ფასი-ზელენსკი ტრამპს

ოვალურ კაბინეტში, კამათის შემდეგ ზელენსკისა და ტრამპის პრესკონფერენცია რამდენიმეწუთიანი შესვენების შემდეგ გაგრძელდა:

“…იგი [პუტინი] პატივს არ სცემდა არავის უკრაინაში, მას სურს უკრაინის განადგურება და მართალი ბრძანდებით ბატონო პრეზიდენტო. შეიძლება ეს დოკუმენტი, ან სხვა დოკუმენტი კარგი დასაწყისია, მაგრამ არ იქნება საკმარისი, რომ ეს პიროვნება შევაჩეროთ. საუკუნეების მანძილზე ომის წესი იყო – ვინც იწყებდა ომს, ის იხდიდა ფასს, პუტინმა დაიწყო ომი, მან უნდა გადაიხადოს ფასი და აქ ფინანსებზეც არის ლაპარაკი, მაგალითად, რუსულ აქტივებზე რომელიც ევროპაშია, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ აღდგენისათვის, სამხედრო მხარდაჭერისთვის გადავუხადოთ ამერიკას, მაგრამ ეს საკმარისი არ არის…”- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: “რომ არა ჩვენი აღჭურვილობა 2 კვირაში დამთავრდებოდა ომი”… ზელენსკი: “მე ეს პუტინისგან მსმენია, 3 დღეში დამთავრდებაო” -კამათი თეთრ სახლში
შემდეგი სტატიაCNN – ვოლოდიმირ ზელენსკიმ თეთრი სახლი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა