9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ომის გამო, “ფორმულა 1”-ის გრან-პრის ეტაპები აპრილში ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში აღარ გაიმართება

ირანში ომის გამო, “ფორმულა 1”-ს გრან-პრი, რომელიც აპრილში იყო დაგეგმილი ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად “ფორმულა 1”-ის ოფიციალურ ვეგბვერდზე ვრცელდება.

“დღეს დადასტურდა, რომ ფრთხილი შეფასებების შედეგად, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე ვითარების გამო, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის გრან-პრი აპრილში არ გაიმართება.

მრავალი ალტერნატივა განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ აპრილში არ იქნება ჩანაცვლება. ასევე დაგეგმილ ვადებში არ გაიმართება Formula 2, Formula 3 და F1 ACADEMY-ის ეტაპები”, – იტყობინება “ფორმულა 1”.

საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIA) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათთვის უსაფრთხოება იქნება ყოველთვის პრიორიტეტი.

„FIA ყოველთვის პრიორიტეტს უსაფრთხოებასა და ჩვენი საზოგადოების წევრების კეთილდღეობას ანიჭებს. ფრთხილი შეფასებების შემდეგ, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მივიღეთ. კვლავ ვიმედოვნებთ რეგიონში სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და სწრაფ დაბრუნებას სტაბილურობისკენ. ჩემი ფიქრები ყველასთანაა, ვისაც ბოლო მოვლენები შეეხო“, – განაცხადა FIA-ს პრეზიდენტმა მუჰამედ ბენ სულაიემმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტო: სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ
შემდეგი სტატიაქვემო ქართლში რამდენიმე მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ