ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა – გაერო

თითქმის 5 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა სამშობლო მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა. ინფორმაციას BBC გაეროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს ინფორმაციით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მზარდი ლტოლვილთა კრიზისია.

გაეროს ცნობით, უკრაინელი ლტოლვილების 90%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. რაც შეეხება კაცებს, 18-დან 60 წლამდე კაცებს სამშობლოს დატოვების უფლება არ აქვთ.

გაერო ამბობს, რომ2,8 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) მონაცემების თანახმად, თებერვალში უკრაინა თითქმის 645,000 მოქალაქემ დატოვა, მარტში 3 მილიონზე მეტმა, ხოლო აპრილში 945,000-მა.

„მთავარი ის არის, რომ საზღვრები ღია დარჩეს, მთავარია რომ ადამიანები ახერხებენ მეზობელ ქვეყნებში გადასვლას და უსაფრთხოდ ყოფნას“, – აცხადებს UNHCR-ის წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიმინდა, სასიამოვნო ინფორმაცია გახაროთ, მარიუპოლში „აზოვსტალს“ დღეს ავიღებთ – კადიროვი
შემდეგი სტატიასაქართველოში კონგრესის დელეგაცია ჩამოვა