ომის დაწყებიდან უკრაინაში 4395 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

გაეროს ინფორმაციით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ 4395 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაღუპულებს შორის 275 ბავშვია. წერს bbc.

ორგანიზაციის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების გამო დაშავებულია 5390 ადამიანი.როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშვიდობიანი მოქალაქეების დაშავება და გარდაცვალება მძიმე საარტილერიო და საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ გაცილებით მეტია დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა, თუმცა ზუსტი მონაცემების დადგენა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიმთავარი ყეყეჩის დავალებით ლენჩი ევროპას ომს აბრალებს…ლოთი СНГ-ს ელოლიავება – ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილმა დანიის დედოფალთან აუდიენცია გამართა