ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა დაახლოებით 30 850 ჯარისკაცი დაკარგეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 2 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

ჯარისკაცი – დაახლოებით 30 850;
ტანკი – 1 363;
ჯავშანტექნიკა – 3 354;
საარტილერიო სისტემა – 661;
სარაკეტო სისტემა – 207;
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 95;
თვითმფრინავები – 210;
ვერტმფრენი – 175;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 521;
საკრუიზო რაკეტები – 120;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 325;
გემი/ნავი/კატარღა – 13;
სპეციალური აღჭურვილობა – 51.

banner
წინა სტატიაში11 წლის ბიჭის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება – პროკურატურა
შემდეგი სტატია„ვოლ სთრით ჯორნალი“ – ნავთობის რუსი მწარმოებლები სანქციებს ერთი ნაბიჯით უსწრებენ, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე მაინც შედის