ომის დაწყებიდან ხარკოვში მინიმუმ 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ, ხარკოვის ოლქში სულ მცირე 503 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისი ცნობით, დაღუპულთა შორის 24 ბავშვია.

“ეს არის უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენ მათ სიცოცხლეს არ ვაპატიებთ”, – წერს ის.

ხარკოვი რუსეთის საზღვართან 40 კმ-ში მდებარეობს და ომის დაწყებამდე იქ 1,5 მილიონი მოქალაქე ცხოვრობდა. სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, ომის დაწყების შემდეგ ხარკოვში საბრძოლო მოქმედებები “შესვენების” გარეშე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის უდიდეს დღესასწაულს, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, ვუერთდები თქვენს საზეიმო განწყობას
შემდეგი სტატიაუკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა