ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინაში, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 750 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1577 ტანკი, 3736 ჯავშანმანქანა, 796 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 105 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 186 ვერტმფრენი, 645 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 15 გემი/ნავი, 2610 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

წინა სტატიაშიოდესის გუბერნატორი – რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე – გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ