ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 600 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 600 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1573 ტანკი, 3726 ჯავშანმანქანა, 790 საარტილერიო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 104 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 641 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 143 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2602 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება
შემდეგი სტატიააშშ-ის დაზვერვა – ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს უკრაინის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდება