ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 35 450 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 35 450 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინელებმა 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ამასთან, გაანადგურეს რუსი ჯარისკაცების კუთვნილი სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობა.

„უკრაინელმა დამცველებმა ასევე გაანადგურეს მტრის 1572 ტანკი, 3720 ჯავშანმანქანა, 781 საარტილერო სისტემა, 246 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 103 საზენიტო საბრძოლო სისტემა, 217 საბრძოლო თვითმფრინავი, 185 ვერტმფრენი, 640 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი, 142 ფრთოსანი რაკეტა, 14 გემი/ნავი, 2598 სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი, 61 ერთეული სპეციალური აღჭურვილობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე – სუბარი ნამდვილად ვერ წარმომიდგენია ანტიდასავლური განწყობის მატარებელ პიროვნებად – ალბათ, ჩვენ ვიხილავთ ოდნავ განსხვავებულ რიტორიკას, ეს არ იქნა “ქართული ოცნების” მხრიდან მხარდაჭერილი
შემდეგი სტატიაუფრო მეტად ვაფასებ თქვენს ინიციატივას, როდესაც ვიცი, თუ რა შემაძრწუნებელია სიტუაცია, რომელშიც ახლა ხართ – ევროპარლამენტარის წერილი ნიკა გვარამიას