ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 33 350 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში კიდევ 200 რუსი ჯარისკაცი მოკლეს და ჯამში, მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 33 350 -ს მიაღწია.

ამასთან, უკრაინულმა მხარემ რუსული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა.

„მტრის საერთო დანაკარგები მოიცავს: 1 465 ტანკს, 3 573 ჯავშანმანქანას, 739 საარტილერიო სისტემას, 99 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 216 თვითმფრინავს, 180 ვერტმფრენს, 2496 ერთეულ საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 14 გემს/კატერს, 594 უპილოტო საფრენ აპარატს, 55 ერთეულ სპეცტექნიკას“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

banner
წინა სტატიაშიკანადამ უკრაინის დასახმარებლად დამატებით 733 მილიონი დოლარი გამოყო
შემდეგი სტატიარუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა უკრაინასთან ყოველგვარი კავშირი გაენადგურებინა – ზელენსკი