ომის ცხელი ეტაპი კვლავ გრძელდება, მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექს რეზნიკოვის ინფორმაციით, რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და უკრაინის სამხრეთით.

რეზნიკოვმა რუსი ოკუოანტების განადგურებული ტექნიკის გამოფენაზე თქვა, რომ ეს არის ჯილდო უკრაინის შეიარაღებული ძალების, მთელი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის წარმომადგენლების გმირობისა და გამბედაობისთვის, რომლებიც ტოვებენ მხოლოდ მტრის ტექნიკის ნარჩენებს.

მისი თქმით, ესეც შეხსენებაა, რომ ომის ცხელი ეტაპი ჯერ კიდევ გრძელდება.

“ნაადრევია დასვენება, შეუერთდე მათ პარტიას, ვინც დაასრულა ომი. ომი გრძელდება და ახლა რთული ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, ხარკოვის რეგიონში და სამხრეთ უკრაინაში. ორკების დამარცხების კამპანია ჯერ არ დასრულებულა. ეს გამოფენა მთელ მსოფლიოს აჩვენებს, რომ მსოფლიოს ე.წ. მეორე არმია უნდა განადგურდეს”.- თქვა რეზნიკოვმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელებს ძალიან სახიფათო თვე ელით – არესტოვიჩი
შემდეგი სტატიააგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს არ ესმის, რომ უკრაინელებს არ სურთ რუსული სამყაროს ნაწილი იყვნენ – ზელენსკი