25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ომის ახალი მონაცემები: რუსეთის დანაკარგმა უკრაინაში 1.4 მილიონ სამხედროს გადააჭარბა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსული ძალების მთლიანმა საბრძოლო დანაკარგებმა, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2026 წლის 16 აგვისტომდე, დაახლოებით 1 467 320 პირად შემადგენლობას მიაღწია, მათ შორის 1 510 სამხედრო მოკლეს ან დაიჭრნენ გასული 24 საათის განმავლობაში.

„უკრინფორმის“ ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს.

უკრაინულმა ძალებმა ასევე გაანადგურეს რუსეთის:

12 270 (+1) ტანკი

25 151 (+7) საბრძოლო ჯავშანმანქანა

48 007 (+75) საარტილერიო სისტემა

2 034 (+8) ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა

1 570 (+2) საჰაერო თავდაცვის სისტემა

439 თვითმფრინავი

354 ვერტმფრენი

2 257 (+16) სახმელეთო რობოტული სისტემა

463 404 (+1 920) ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი

5 007 ფრთოსანი რაკეტა

35 სამხედრო გემი და კატერი

2 წყალქვეშა ნავი

134 851 (+476) ავტომობილი და საწვავის ავზმზიდი

4 535 (+7) ერთეული სპეციალური ტექნიკა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი შარაშიძე შუალედურ არჩევნებზე: დიდი ალბათობით, მონაწილეობას მივიღებთ
შემდეგი სტატიაუკრაინამ მოსკოვთან მთავარი ლოგისტიკური ჰაბი დაბომბა