ომის 1153-ე დღე: რუსეთმა ე.წ. “სააღდგომო ზავი” დაახლოებით 3.000-ჯერ დაარღვია

ე.წ. სააღდგომო დაშორიშორება ისე დასრულდა, რომ არც კი დაწყებულა: რუსეთმა ის დაახლოებით 3.000-ჯერ დაარღვია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა:

“ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ცეცხლის შეწყვეტით, დარტყმებს კი საპასუხო დარტყმებით ვუპასუხებთ. მოქმედებები ყოველთვის უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე სიტყვები”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი გუშინდელი გამოსვლიდან მალევე უკრაინის ცაში სადაზვერვო აპარატები გამოჩნდნენ, მალევე კი საჰაერო განგაში გამოცხადდა რამდენიმე რეგიონში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსმა ტერორისტებმა ხერსონის ოლქს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა «Оникс»-ით შეუტიეს, დარტყმა ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა, ხოლო მიკოლაევის ოლქზე შეტევა მიიტანეს ორი რადიოლოკაციის საწინააღმდეგო რაკეტა Х-31П -ით. ეს შეტევა შავი ზღვის აკვატორიიდან განხორციელდა. ამავე დროს, უკრაინას 96 უპილოტო საფრენი აპარატი უტევდა.

უკრაინელმა მეზენიტეებმა 42 რაკეტა ჩამოაგდეს, ხოლო 47-მა ლოკაციური მართვა დაკარგა.
რუსული იერიშების შედეგად ხარკოვის ოლქში 36 ბინა დაიწვა ხუთსართულიან კორპუსში, საცხოვრებელი სახლები დაზიანდა დნეპროპეტროვსკისა და ჩერკასის ოლქებში.
ლიკვიდირებულია 670 რუსი ოკუპანტი, რუსული სამხედრო მანქანის სხვა დანაკარგები კი ასე გამოიყურება:

2 ტანკი, 10 საარტილერიო სისტემა, 2 საბრძოლო-სადაზვერვო მანქანა და ავტოტექნიკისა და ავტოცისტერნის 50-ზე მეტი ერთეული.

banner
წინა სტატიაში“ამ “მორწმუნეებმა” დედაჩემთან დარეკვის უფლება არ მომცეს, მილოცვაც პრობლემა გახდა… საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა” -ხასაია
შემდეგი სტატიაისევ სკანდალი: თეთრი სახლის საიდუმლო დოკუმენტებზე წვდომა 11.000-ზე მეტმა ადამიანმა შემთხვევით მიიღო