“ომიკრონის” გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს – who

კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამო, პანიკა საჭირო არაა, მაგრამ მსოფლიო უნდა მოემზადოს – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა, სუმია სვამინატამ ისაუბრა.

BBC-ის ცნობით, არსებული მონაცემებით ვარაუდობენ, რომ Omicron-ი უკვე 40-მდე ქვეყანაშია. ჯერ კიდევ გაურკვეველია კოვიდის ახალი მუტაციური ვარიანტი უფრო გადამდებია თუ არა და რამდენად ექვემდებარება ვაქცინებს.

“რამდენად შეშფოთებული უნდა ვიყოთ? ჩვენ უნდა მოვემზადოთ და ვიყოთ ფრთხილები, არ ავყვეთ პანიკას, რადგან ჩვენ განსხვავებულ სიტუაციაში ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით”, – თქვა სვამინატამ.

პროფესორმა სვამინატამ კონფერენციაზე თქვა, რომ “ომიკრონის” ვარიანტი არის “ძლიერად გადამდები”. მანვე სამხრეთ აფრიკიდან მიწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ეს შტამი შესაძლოა გახდეს დომინანტური მსოფლიოში. მისივე თქმით, კორონავირუსის დელტა შტამი ამჟამად გლობალურად შემთხვევების 99%-ს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიპეკინზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა
შემდეგი სტატიაშსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 1 პირი დააკავა