„ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ, ის ვაქცინები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიცასიიგან და ლეტალობისგან ამ შემთხევევაშიც დაგვიცავს

დღესაც, „დელტა“ შტამი, ძირითადად, აუცრელ პირებში ვრცელდება – მისი სამიზნე აუცრელი მოსახლეობაა. მოლოდინი გვაქვს, რომ „ომიკრონისთვისაც“ ასე იქნება. უცრელი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჰოსპიტალში ხვდება, ანუ ჰოსპიტალიზებული პირების უდიდესი ნაწილი აუცრელია, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისი თქმით, დღეს არსებული ვაქცინები, დიდი ალბათობით, კორონავიუსის ახალი ვერსიისგანაც იცავს.

„რაც შეეხება რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვედრასა და გარდაცვალების შემთხვევებს – ამ შემთხვევაშიც, უდიდესი ნაწილი აუცრელია. ამდენად, თავი რომ დავანებოთ მსოფლიო გამოცდლებას, ჩვენივე გამოცდილება მიუთითებს იმაზე, რომ აცრა, რეალურად, მნიშვნელოვნად იცავს ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობისგან და გარდაცვალების რისკებისგან. შეიძლება, დაავადება აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ აუცილებელია, რომ ჩვენ ლეტალობის შემთხვევებისგან დავიცვათ თავი, ეს არის გამოსავალი. იგივეა დაშვება „ომიკრონის“ შემთხვევაშიც – მეცნიერება ამბობს, რომ „ომიკრონი“, შესაძლოა, აცრილებშიც გავრცელდეს, მაგრამ, ის ვაქცინები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, მაღალი ალბათობით, ჰოსპიტალიცასიიგან და ლეტალობისგან ამ შემთხევევაშიც დაგვიცავს. დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ვირუსს სწრაფად შეუძლია სახეცვლილება, ვერაგულად და აგრესიულად გვიტევს. ამდენად, თუ ტემპი ჩვენც არ ავაჩქარეთ, არ გავყევით ამ პროცესს უფრო სწრაფად, თუ თავის დაცვის ყველა საშუალება არ გამოვიყენეთ, ამ ვირუსის დამაზარალებელ ზეგავლენასთან გამკლავება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში“ევროპის უნივერსიტეტში” პოლიტიკის დოკუმენტის – “ევროპული ღირებულებების სწავლება საქართველოს სკოლებში” – პრეზენტაცია გაიმართა
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია: 60 წლის ზემოთ პირები თუ გადაწყვეტენ, რომ შეცვალონ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ და აიცრან „ფაიზერით“, ესეც დასაშვებია