„ომი უნდა დავასრულოთ“ – ტრამპის თქმით, პუტინთან შესახვედრად მზადება მიმდინარეობს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა და ამჟამად მზადება მიმდინარეობს შეხვედრისთვის.

„მას სურს შეხვედრა და ჩვენ ამას ვაწყობთ. პუტინს სურს შეხვედრა. მან ეს საჯაროდ თქვა და ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი“, – განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში რესპუბლიკელ გუბერნატორებთან შეხვედრის წინ.

ამასთან, მან არ დაასახელა შეხვედრის თარიღი.

მიუხედავად იმისა, რომ კრემლს ჯერ არ უპასუხა ტრამპის განცხადებაზე, მან ადრე განაცხადა, რომ სიამოვნებით ესაუბრებოდა ამერიკის ახალ პრეზიდენტს.

banner
წინა სტატიაშიევროპის ფრენების უსაფრთხოების სააგენტო (EASA) მგზავრებს რუსეთის გარკვეული რეგიონების თავზე ფრენის საშიშროების შესახებ აფრთხილებს
შემდეგი სტატია“ეს სერიოზული შეცდომაა…რატომ ანიჭებს [აშშ] ლეგიტიმურობას “ოცნებას” ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე?”-ჰელანდი ირაკლი ჩიქოვანის NATO-ს რამშტაინის სამიტზე დასწრებაზე