ომი უკრაინაში ტყუილზეა აგებული და ის გიჟმა პუტინმა დაიწყო – ნავალნი სასამართლო პროცესზე

კრემლის ლიდერის ერთ-ერთმა მთავარმა ოპონენტმა ალექსეი ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გიჟი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ მან დაიწყო სულელური ომი უკრაინაში. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„ეს არის სულელური ომი, რომელიც პუტინმა დაიწყო. ეს ომი თავიდან ბოლომდე ტყუილზეა აგებული. ერთმა შეშლილმა კლანჭები ჩაუშვა უკრაინაში… არ ვიცი ამ გიჟ ქურდს რა უნდა“, – განაცხადა ნავალნიმ.

მანამდე კი მოსკოვის სასამართლომ ნავალნი დამნაშავედ ცნო. განაჩენის თანახმად, სასამართლომ ნავალნის ბრალეულობა დაადგინა განსაკუთრებით მასშტაბური თაღლითობის ოთხივე ეპიზოდში. ასევე, ოპოზიციონერი დამნაშავედ ცნეს სასამართლოს მიმართ ღიად გამოთქმული უპატივცემულობაში.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

კრემლმა არაერთხელ უარყო ნავალნის ბრალდებები პუტინის მიმართ, რომელიც ამბობს, რომ 2000 წლიდან რუსეთში არაერთი სამართლიანი არჩევნები მოიგო.

banner
წინა სტატიაშიეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილის სამედიცინო კვლევის შედეგები ცნობილია – “ვივა მედმა” შედეგები პირად ექიმს გადასცა