
ომის დაწყების პირველი წუთებიდანვე, წალენჯიხა ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც დაძმობილებულ ქალაქში გააგზავნა საკვები, სამოსი, მედიკამენტები.

მაშინ, როცა თბილისის მერის მეგობარი, ყოფილი თანაგუნდელი, უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი შევჩენკო, თბილისის მერზე, კახა კალაძეზე ამბობს, რომ „კალაძე მისთვის აღარ არსებობს“, წალენჯიხის მერი, მაღალჩინოსნებიდან ერთადერთი იყო, ვისაც უკრაინაში მეგობრობა ჩაქონდა და ვისაც უკრაინაში როგორც ძმას ისე ელოდნენ. როგორც მერე გაირკვა, გია ხარჩილავას პირადი წვლილიც ჰქონდა უკრაინაში, გარდა წალენჯიხის სახელით ჩატანილი გადაუდებელი საჭიროების ნივთებისა.

წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა….. არც ქვეყანა მოუდია, არც უსელფავია ავტომატით, არც ვინმესთვის ნიშანი მოუგია რომ მე უკრაინაში ვარო…. უბრალოდ გადაიკიდა ზურგჩანთა და ჩამოვიდა…. ჩამოვიდა იქ სადაც მეომრები არიან!!!!”
გია ხარჩილავას გარდაცვალებისა და ე.წ. თვითმმართველობის არჩევნებში, სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის „გამარჯვებისა“ და წალენჯიხის მერად დასმის შემდეგ, „თაიმერის“ რედაქციაში ზარები არ წყდება, საჯარო მოხელეები გვატყობინებდნენ, რომ წალენჯიხის ახალი ხელისუფლება უკრაინის დროშის ჩამოხსნას აპირებს ქალაქში, მერიის შენობაზეც და უკრიანის კუთხე სადაცაა მოწყობილი, იქაც. ყველაზე დიდხანს მაინც ამაზე იფიქრეს, როგორ და როდის ჩამოეხსნათ. ჩამოხსნეს და უკრაინის დროშასთან ერთად, წალენჯიხის მერიის შენობიდან, ჩამოხსნეს საქართველოს და ევროკავშირის დროშები.
როგორც ჩანს, მმართველი გუნდიდან იყო დავალება – მმართველი გუნდის ერთ–ერთი ლიდერი, დიტო სამხარაძე, „დროშის ექსპერტი“ გამოდგა და ამტკიცებს, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები არასწორად იყო გადაკერებული და ამიტომ ჩამოხსნეს, ანუ, ახლა ხალხმა რომ სწორად გადააკეროს, ბატონო დიტო და ისე მიიტანოს მერიაში, ჩამოკიდებენ? და მხოლოდ გადაკერებაშია პრობლემა?და უკრაინის დროშა რომ არ იყო გადაკერებული? მერიიდანაც და უკრაინის კუთხიდანაც კი რომ ჩამოხსენით? ეგ რას უნდა დავაბრალოთ?
წალენჯიხიდან ათობით ადამიანი იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში, არაერთი ადამიანი დაიღუპა უკვე წალენჯიხიდან რუსეთთან ომში, არაერთი გმირის ცხედარი ჩამოასვენა წალენჯიხელმა ხალხმა, რუსეთთან მებრძოლი არაერთი ქართველი მებრძოლი სხეული მიიბარა წალენჯიხის მიწამ და ამ წალენჯიხაში, ოკუპაციური ხაზი რომ აქვს ცხვირწინ – უკრაინის კუთხიდან უკრაინის დროშა გაუქრე?

დიტო სამხარაძე, „დროშის ექსპერტი“ ყოფილა და იქნებ, თავდაცვის სამინისტროების საჯარო დოკუმენტაციის წაკითხვა გაუჭირდეს, მაგრამ მაინც ნახოს, მისივე მთავრობის ხელმოწერილი დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნომერ პირველი სამხედრო მოკავშირე უკრაინა იყო – რა შრომა აქვს საქართველოს თავდაცვაში უკრაინას ჩადებული, ნახოს და იქნებ, მცირედ მაინც შეაწუხოს სინდისმა.


„ორპირობამ გაგატუზა?

2022 წელი, გია ხარჩილავა: “მივდივარ უკრაინის ქალაქ იავოროვში, მიმაქვს ჩემი მოსახლეობის განწყობები და სავსე ხელები – ეს არის ჰუმანიტარული ტვირთი, სოლიდარობის და განვითარების ფონდის, თქვენ მიერ გაღებული თანხებით შეძენილი ინფრასტრუქტურული საკითხის მოგვარებისთვის საჭირო, ფრონტისპირა ქალაქის ჰოსპიტალური სექტორის დასახმარებლად – დიზელ-გენერატორი, და ამასთან, მიმაქვს ერთობლივი ბრძოლის, თანადგომის და საუკუნოვანი მეგობრობის განწყობები.“

და მაინც, ანუ, სწორად „გადაკერებული“ საქართველოს და ევროკავშირის დროშები რომ მოგიტანოთ ხალხმა, გამოფენთ? თუ მხოლოდ გადაკერებაშია პრობლემა და თუ თქვენ ვერ ახერხებს სწორად გაკერვასაც კი, ხალხმა რომ გავაკეთოთ, რას იზამთ, გადმოფენთ?
როგორც სამეგრელოში იტყვიან – ჩვენს შორის მტყუანი ვინცაა, ვიცით – მტყუან მით ზოჯუნცუ ქომიჩქნა….
















