ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის – მურმან დუმბაძე ქართული ოცნების შიგნით არსებულ პრობლემებზე

ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დანერგილია „ქურდული“ პრინციპი-'ჩემს კაცს შენ ვერ შეეხები

“ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის,” – ასე აფასებს ქართული ოცნების ყოფილი წევრი, დეპუტატი მურმან დუმბაძე კოალიციაში რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის დაპირისპირებას.

ეს შეფასება დუმბაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა და თქვა, რომ კოალიციაში ვინ დარჩება და ვინ გაირიცხება, გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი მიიღებს.

„ახლა ბრძოლა არ მიმდინარეობს იდეოლოგიაზე. ახლა ბრძოლა და ომი მიმდინარეობს პარტიული სიებისთვის. ნებისმიერ სუბიექტს აქვს სურვილი, რომ გავიდეს რომელიმე პარტია კოალიციიდან, რომ მას უფრო მეტი ადგილის შანსი უჩნდება პარტიულ სიაში. რაც შეეხება პოლიტსაბჭოს, არავითარი პოლიტსაბჭოს სხდომა არ არსებობს, ეს არის ფორმალობა. გადაწყვეტილებას მიიღებს ერთი ადამიანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი,“ – აცხადებს მურმან დუმბაძე.

მურმან დუმბაძის განცხადებით, დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, თუკი კოალიციაში ორივე პარტია დარჩება, ეს მათი მხრიდან “უღირსი საქციელი” იქნება.

„მე ცოტა ანჩხლი კაცი ვარ და პირდაპირ ვიტყვი, შევარცხვინე მათი ღირსება მაშინ, თუ ეს ორი პოლიტიკური პარტია ერთი კოალიციის ქვეშ დარჩება,” – ამბობს მურმან დუმბაძე.

banner
წინა სტატიაშიჩვენს პარტიაში არიან რეტროგრადები და რეფორმატორები – ზაქარია ქუცნაშვილი
შემდეგი სტატია(video)მანანა კობახიძის ძმა ანასტასია ზაუტაშვილისგან 75 ათას ითხოვდა